რეპორტაჟი ტაშისმოყვარულთათვის თოჯინების თეატრიდან
ხელ-ფეხში ჩაბმულ ძაფებით, კისერში გაყრილ მავთულით, ტაშს ვუკრავთ... (თავსაც აგრეთვე!), როგორც სხვებსა აქვთ ჩათქმული. სხვისია ჩვენი ხელ-ფეხი, სხვისია ჩვენი აზრები, სულ სხვის დუდუკზე ვბუქნაობთ, მიტომ ვართ ტაკიმასხრები. ხალხი ვერ ხედავს მათ ხელებს, არ იცნობს იმათ სახელებს, ვინც გვაპამპულებს, გვახტუნებს, ვინც გვათამაშებს, გვამღერებს. ბედი ისეთი რამაა, ვერ გაექცევა ვერავინ. მის ხელში დიდიც, პატარაც თოჯინები ვართ ყველანი. ტაშისთვის ვამბობთ სიმართლეს, ტაშისთვის ვეძებთ ხიფათებს, ვაი რომ ჩალის ფასი აქვს მასხარის ნათქვამ სიმართლეს. ღმერთო, ამ ტაშის ჭირიმე, ვცხოვრობთ ლაღად და განცხრომით, .... .... ვაი, ტაშო და დიდებავ, ნაშოვნო ტაკიმასხრობით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი