საქართველოს ფალავანი


სოფელო,
დევის ხელისგულზე გიზის ქალაქი...
მუშტად იქეცი და საზღვრები მისი ალაგმე.
მაგ ხელისგულზე გახატია ბედი მთავარი:
დღევანდელობა, ისტორია და მომავალი.
........................................................................
ჰე, სოფელო, დაგიკოცნი მამა–პაპურ ქალამანს,
მიყვარხარ და გასახელებ საქართველოს ფალავნად.

–განი, განი, გალავანი,
შენ ხარ ჩემი ფალავანი.

შეუსიე დედაქალაქს, შეუსიე ტყეები,
ფერმების და საძოვრების შემოარტყი ალყა,
შეუსიე ზამთარ– ზაფხულ შემოდგომის დღეები,
შეასხურე "ოდოიას" და "ჰოპუნას" ტალღა.

გვინდა მუხა–საქართველო რტომრავალი, რკომდიდარი,
მუხიანი, ბროწეულა, ვაზიანი, კოპიტნარი.

გვინდა მეტი კაკაბეთი, ხოხობეთი, საირმეთი,
ყველგან მზად ვარ,ოღონდაც კი გამოგადგე რაიმეთი.
..........................................................................................
ჰეი, სოფელო,
დაგვაბერტყე სიუხვის კალთა,
მოასხი შენი ლაშქრიონი ქალაქის კართან;
მაგ დახეთქილი ხელისგულის ვეება ჩრდილი
შუბლზე დაეცეს სიცხიან თბილისს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი