სინანული
რად ამიხირდი, როგორც ყივჩაღი (თუმცა ყივჩაღი იყო ვაჟკაცი), შენ კი ქურდულად მეცი ჩიჩახვზე გაალმასებულ კბილთა კაწკაწით. შურისძიება როდი მადაბლებს, ჩემი ნებით ვყრი შუბსა და შიმშერს. ძალიან მიჭირს...მაგრამ ჯანდაბას, აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ. ჩვეულებრივი და უბრალო ვარ, მაგრამ ხალისიც არა მაქვს დავის და რომ ვიხსენებ შენს სულმდაბლობას, მართლაც ზეკაცი მგონია თავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი