ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი
ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი და მამულს ლოცავდა ყანწით და წიგნით, გულისპირს ებნია წითელი მიხაკი მზე და გაზაფხული-სულ ერთი მწიკვი. ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი ნუთუ სისხლისფერი მიხაკი ბრდღვიალა მისნურად ამხელდა გადახსნილ იარას?! ახლა საღილედან-ცარიელ ფანჯრიდან აღარ შემოგვყურებს ციცქნა გაზაფხული. ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი... მისი ფიცხი ლექსი სივრცეებს გაჰყივის, ჭიხვინით ათამაშებს ფაფრიან კისერს, მგოსნებს მიუხტება ურა ულაყივით და მძიმე ტორებით უხლიწავს სიზმრებს. თურმე სიკვდილის წინ მიხაკი ინატრა... არც შურისძიებას და არც პატიებას არ ვითხოვ,მხოლოდ ცოდვით ვიდაგები: კაცი აღარ იყო...და ისევ ტყვიებმა მკერდზე დააბნიეს წითელი მიხაკები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი