უფალო, შეგვიწყალე
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ. უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის _ ვულკანზე შემდგარი საქართველო. უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ, ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით, შვილები გამიზარდე დემეტრე-ცოტნეებად, ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები! უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე, უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც... არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო, არც ისე საწყალია და ხელით სატარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი