ჩემი დობილი


ის სოფელშია და მწერს წერილებს
და სიზმრებს მიხსნის საშიშს,
ჩამორჩენილი წეროს წივილი
მესმის დობილის ხმაში.

სულ ცოტა რაღაც ქარაფშუტული,
თუნდაც გაკივლის ღირსი,
განსჯის მაგიერ
                      სიცილ–ჟღურტული,–
გათხოვდებოდა ისიც.

ჰყოლოდა შვილი თუნდაც უმამოდ.
მაგრამ ოჯახი, მსჯავრი?
თუ არა ღლაპმა, ვინ დაუამო
მის მოხუც დედას ჯავრი!...

მე მისი ბედი ძილშც მაწვალებს
და სიზმრის მაფენს ძეროს...
ჩემი დობილი...ჩემი საწყალი
ჩამორჩენილი წერო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი