წუთისოფელი


რა ჩქარა, რა ჩქარა, რა ჩქარა დამთავრდა
ეს ნელი რონინი გაზაფხულ-ზამთართა.
ბავშვობაც რა ჩქარა, რა ჩქარა დამშორდა,
რა ჩქარა მოვიდა სიბერის ბავშვობა.
მე კიდე სულ რბენა, სულ ფრენა მინდოდა,
გრიალი ჩანჩქერთა, ტრიალი მინდორთა.
რაც იყო ან კიდევ, არც იყო აშკარად _
რა ჩქარა დამთავრდა, რა ჩქარა, რა ჩქარა!
რა ჩქარა გავთენდი, რა ჩქარა დავღამდი...
სალამიც ვერ გითხარ... ნახვამდის... ნახვამდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი