ბედი


ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ,
პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს,
"კაცო, ნუ ხარო უმადური, - ათასჯერ უთქვამთ,
ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო".

ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე,
ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში,
მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს:
"ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი".

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი2 თვის წინ

გენიალურია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი