ნატვრა
ვაზია ჩვენი ბიბლია და ჩვენი ანბანიც, ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა. დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი, ჭირნახულის თუ ჭირვარამის ჭირისუფალი. "ვაზო, შვილივით ნაზარდოო"... უთქვამს წინაპარს. მირონი იცხო ვაზის ჯვრით და გზა გაილამპრა... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სულო მფრაველო, ამ პატარა კურთხეულ ქვეყნის, ისეთ საქართელოს მომასწარ კიდევ – ბაზარში იდგეს ქართველი გლეხი და ნამდვილ ღვინოს ყიდდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი