სემირამიდა
ხვალე რა დიდებული სიტყვა არსებობს, ეს სალოცვილი-ხვალე. დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო, ხვალეც მელეა,მალე! ხვალიდან ვდგები დილაადრიან, ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან. ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია, წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან! ხვალ გადავიხდი გადასახადებს, ხვალ გავისტუმრებ ვალებს. წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ, ხვალვე გავგზავნი ბარემ. იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ, ხვალ დილიდანვე ვთარგმნი. ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი... კარგი,დაწყნარდი,კარგი! ეხლა თუ არა,ხვალ გამიგებენ, ეს დღეც დადგება მალე. სახელოვანი ხვალ შევიქნები, ხვალე.. ხვალე და ხვალე... შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება, რა გამოგილევს ხვალეს. ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება, მიდი, თვალე და თვალე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი