სიმღერა სამეგრელოზე
ამერსა და იმერს გამოარჩევ განა? მთაშია თუ ბარში – სამოთხეებს ჰგვანან. შენ სულ ჩურჩული ხარ ... სულ კივილი თანაც, შენ არავის ჰგავხარ, სულ არავის, ნანა. მოდგმას ამორძალთა და მგელკაცთა მოდგმას ასე უნაზესი და ციური მოთქმა? გლოვაა თუ ლხინი, ვინ თქვას შენისთანა, შენ სხვა ტკივილი ხარ, სხვა სიცოცხლე, ნანა ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი