ჩვენი პატარა მდინარეები ..


ჩვენი პატარა მდინარეები მორბიან მინდორ-ველად,
მოიჩქარიან, მოიმღერიან: ოდელა-დელი, დელა.

ჩვენი პატარა მდინარეები, პატარა წისქვილები…
სადაც არ უნდა ვიყო ამქვეყნად,
სულ თქვენსკენ ვიცქირები.

ჩვენი პატარა მდინარეები, პატარა ვენახები…
სიკვდილის შემდეგ კიდევ მოვკვდები,
თქვენ თუ არ მენახვებით.

ჩვენი პატარა ოდა-სახლები, ყანებში შესულები,
დამმარხავენ, კიდევ დავიმარხები,
თქვენ თუ არ გესტუმრებით.

ყველგან ზვრებია, ყველგან მდელოა,
ყველგან მთებია კუშტი,
ეს ერთი მუჭა საქართველოა
მტრისთვის შეკრული მუშტი…

ჩვენი პატარა მდინარეები მთიდან მორბიან ცეტად
და მტკვრის კალთაში უგორდებიან,
როგორც შვილები დედას…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი