შენ რომ არ მყავდე ..
შენ რომ არ მყავდე, მე ვერ ავიტან, ვერც ვეღარავის შევეგუები, ჩემი გამგები შენ ხარ თავიდან და ერთადერთიც შენ მეგულები. მე ვერ ავიტან, შენ რომ არ იყო, შენი ჟრურტული რომ არ მესმოდეს, ნეტა ბუნებამ ერთად წაიღოს ჩვენი სიცოცხლე კარგი სეოდენ. შენ რომ არ იყო, ვინ დამიჯერებს, რომ არ ვარ ცუდი გულის პატრონი, შენ ერთადერთმა იცი ამჯერად თუ როგორ მიყვარს ძმა-თანატოლი. შენ რომ არ იყო ვინ დამიჯერებს, რომ ვარ ბავშვური და უწყინარი _ შენ ერთადერთმა იცი ამჯერად ჩემი ავკარგის ყველა წვრილმანი. როგორ იქნება, დედაბუნება ასეთი კარგი რომ გამიმეტოს, ნუ გაიფუჭებ, ბავშვო, გუნებას, ო, ჩემო ბავშვო, ჩემო იმედო. ჩვენ ყველა წავალთ… გარდავიქმნებით, წავალთ სიცოცხლის ახალ ნერგებად… მაშინ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები და შენი დარდიც აღარ მექნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი