მდუმარე ლაშქარი
– ჰეი, საით მიდის მდუმარე ლაშქარი, სისხლიან აბჯარში მჯდარი, არაგვის ტოტივით დამშრალი, ფეხქალამნიანთა ჯარი? – ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა და ლაშქარს მედროშედ ვინ უდგას თავში? – სამასნი არიან… და სამას ლეგენდას შავი ანგელოზი მიუძღვით ცაში… მამულო, ეგების საფლავშიც ფხიზლობდნენ ლაშარის, ლომისის, გუდანის ყმები, შეგუებულნი მარადისობას, როგორც ქარქაშებს ხმლები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი