ჯუჯა ხე


ხეები ჰგვანან იგავ-არაკებს,
მიწის ლოცვებს და მწვანე სიმღერებს,
რამდენიც გინდა ელაპარაკე,
საიდუმლოს კი არ გაგიმხელენ.
სიცოცხლეს მუდამ ახლად იწყებენ,
და ინახავენ ძველს და შორებელს.
რასაც კვირტები დაივიწყებენ,
იმას ფესვები იმახსოვრებენ.
მაგრამ ეს ჯუჯა სადაურია,
მინდორში რომ სჩანს
ოჩან ცხენივით,
განმარტოებით მდგარი სრულიად,
ბერწი და ფოთლებჩამოცვენილი.
ხანდახან ღამით აჭიხვინდება
ოდესღაც დიდი ტყის ნაშიერი,
ალბათ საცოდავს თუ ესიზმრება
აჩეხილ ხეთა მოდგმა ძლიერი.
უძლებს წლების და
ქარების გვემას,
ნუთუ ის ძველად ტყე იყო ჩვენი?!
თითქოს წარსულში მონღოლურ რემას
ჩამორჩენია ბეხრეკა ცხენი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი