სიზმრადა მაქვს ნახული ..


სიზმრადა მაქვს ნახული განძი საქართველოსი,
ღვთისმშობელი ხახულის, ყინწვისის ანგელოსი..

ვიცი, სიზმრად მინახავს ,ბედისწერა მიტანს –
ღიმილს ჩემთვის ინახავს მცხეთის სეფატია…

ჩუქურთმაში ვაზი ტირის ქარაგმულად,
სიმღერები ლაზის საით დაკარგულა?

შე ლაზურო აფრავ – ჩემო საპერანგე,
ლეგენდად თუ ზღაპრად – საით დამეკარგე?

სიზმარო თუ ზღაპარო, გიცნობ ლაზისტანად,
მაგრამ ვიღამ ახაროს ე მაგ ვაზისთანა?

ანდა ვიღამ გათალოს ე მაგ ანძისთანა?
ჰოი, რა მაცდურია, ზღვაო, შენი სახე,
ჩემი დიოსკურია კარგად შემინახე.

მაგრამ განა გავთავდით, განა წახდა ყისმათი, –
საქარტველო სადამდის? მარად, უკუნისამდის!

მეც მწვავს ძველი ჭრილობა, ძველისძველი გზები..
მაგრამ დედაშვილობას, ნუღა მესიზმრებით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი