გადაძახილი მარკუს იუნიუს ბრუტუსთან
- სალამი, რომის მოქალაქევ, სალამი, ბრუტუს! მე არას ვკადრებ იმპერატორ იულიუს კეისარს, როგორც გენიას რომაულ კერისას. ვერც ჰამლეტისას გავიმეტებ ყოყმანს და იჭვბებს, მაგრამ მეტ ვნებას შენდამი ვიჩენ. თავისუფლების შებღალულის, მცირის თუ დიდის, მე შენ გიწოდებ ფარსა და მახვილს, შენ – მამაკაცურ სიამაყის შელახულ სინდისს, განწირულ ძახილს. ვერ შეეგუე ვერც ლომის ტათს, ვერც ლომის ბრდღვინვას, მამაცო ბრუტუს, სხვის აღზევებას, სხვის დიდებას, სხვის ღმერთად ხილვას, ამაყო ბრუტუს! თავისმოკვლის წინ კითხულობდი დილეგში „ფედონს“ და ცოდვა (იქნებ მამისმკვლელის?!) სასთუმლად გედო. . . . . . . . . . . ყურს ვუგდებ რომის ისტორიის ჭიხვის და ფრუტუნს, სალამი, მგელო ბეწვაშლილო, სალამი, ბრუტუს!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი