ფედერიკო გარსია ლორკა


შენ გინდოდა ესპანეთი, უცრემლო და უხიშტო,
ანგელოზმაც გისაჩუქრა ოქროს ჩანგი, მუხის შტო.
თან სასტიკად გაგაფრთხილა და წინასწარ გამხილა:
ფედერიკო, ეს ღვთის ჩანგი არ აღმართო მახვილად.
სახლში დარჩი, ფედერიკო, გარეთ არა გინდა რა,
არ სჭირდება ბარიკადებს ბულბული და გიტარა.
ციდან მოდის ღვთის წყალობა
და ღვთის წყრომაც ციდანვე,
ფედერიკო, თავს წააგებ… ფედერიკო, ინანებ…
– ახ, გიტარავ საყვარელო, ვიცი დაიღუპები –

მაგრამ ბრძოლის პოეზია მუდამ დროშის ტარზეა, –
ფედრიკო, ფედერიკო, ფედერიკო გარსია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი