იან ჟიჟკას ანდერძი


როცა მტრის გულზე გადაიმსხვრევა
უკანასკნელი ხმალი,
გაგვითავდება როცა ისრებიც,
როგორც იმედი ხვალის,
როცა მტერს თავზე ჩამოემხობა
უკანასკნელი დოლიც –
არ მიმატოვოთ, ძმებო ჩეხებო,
და, უპირველეს ყოვლის,
ტყავი გამხადეთ, ჩქარა გამხადეთ,
და გადაჭიმეთ დოლზე,
ტყავი გამხადეთ, ჩქარა გამხადეთ
დროზე, ბიჭებო, დროზე!
და მაბრახუნეთ, დამცხეთ, დამკარით,
მბეგვეთ, მფხრიწეთ და მჩეხეთ –
გულანთებულებს ბრძოლის ნაღარით
კვლავ წავუძღვებით ჩეხებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი