ბარიერთან
ღირსებას იცავდა ფრაკიც და მუნდირიც – დგებოდა ბარიერთან… ვინც იყო მამაცი და არა უნდილი – კვდებოდა ბარიერთან… ღირსებას იცავდა დაშნა და დამბაჩა, თოვლზე გაქცეული კვალი აჩაბაჩად… II რაც დადგა სიმართლე სიცრუის პირისპირ, – ჯავრი არ მასვენებს ბარეორთა და სეკუნდანტივით ჩამძახის სინდისი: – ბ ა რ ი ე რ თ ა ნ! ყალბო გვირგვინებო, დრო არი გავსწორდეთ, ჯავრი არ მასვენებს კადნიერთა. ჩემია, ჩემი, პირველი გასროლა, – ბ ა რ ი ე რ თ ა ნ! სუფრებზე, კრებებზე მართავენ მასკარადს და ხოტბით მრავალი გაგვიმადლიერდა. კლოუნო, თაღლითო, წყეულო მასხარავ, – ბ ა რ ი ე რ თ ა ნ! ჩვენ იქნებ ბრძოლებში სხეულით მოვბერდით, არავინ იფიქროთ, სული დაგვიბერდა. ვდგებით ტრიბუნასთან თუ დაზგა-მოლბერტთან, ვ დ გ ე ბ ი თ ბ ა რ ი ე რ თ ა ნ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი