პურის მკა ალგეთზე
ბადრი, უსუპი, ამირან ალგეთზე შევიყარენით, ყანები ისე გავთიბეთ, მუხლში არ ჩავიხარენით, ალგეთში მონათლულები მუხებქვეშ დავეყარენით, დლმა სამხარი მოგვართვა, დიახაც გავიხარენით, ბანზე გამოდგა ყამარი, შიშითაც გავიპარენით… ამირან დარეჯანის ძემ მთელი ეს მინდორ-ხევები მოჰფინა ძნებით… ზვინებით – თავებდაჭრილი დევებით…. და მიცურავდა შუქ-ჩრდილად, წინაპრის სუნთქვით გამთბარი დღევანდელობა, წარსული, სინამდვილე და ზღაპარი. გზა კაცმა ჩამოიარა და ცხრაჯერ მერი შეკონა, გაფითრდა დარეჯანის ძე, მაგრამ რა უნდა ეღონა, ასეთი რამე, ღმერთმანი, ზღაპარშიც არ გაეგონა, იქნებ ის კაცი (ვინ იცის!) თავის ნათლია ეგონა?! – ეჰე, ჰე-ჰეი, ლომებო! – კაცი მთის წვერზე შემოდგა, იმის თეთრ წვერს და დიდ ხელებს მივშტერებოდით ქვემოდან… მზე კი, ძნასავით ჩაშლილი, მთელ საქართველოს შვენოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი