ბროწეულა
წუხელ სიზმარი ვნახე, მზეზე ეგდო ხვითო, ბროწეულას სადგური აღარ იყო ვითომ. ბითომ ჩვენი სახლ-კარი იყო… აღარც იყო… შეჰფენოდა ჭილყვავი ღობის სარს და ჭიგოს. ცხრა ღელე და რიონი გადავლახე ცურვით, ვერ ვიცანი მიდამო… ამომიჯდა გული. არსად იყვნენ მოყვარები… მეზობლებიც არსად, ვიღაც უცხო კაცები არ მიღებდნენ კარსა, ვაი, სადაც დავბერდი, ვეღარავინ ვიცან, დასაკლავი ხარივით ჩავბღაოდი მიწას. ხავსიანი ჭიშკრები ჩაეკეტათ მაგრად… ღმერთო, მე ეს სიზმარი ამიხდინე კარგად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი