ზედაზენი


აქ ისეთი სიჩუმეა, ღვთის ისეთი წყალობანი,
არ იქნება არ მოგესმას ანგელოსთა გალობანი,
იმოსება მთა და ბარი ღვთაებრივი მზეთამზითა,
ღვთისმშობელი თავის საწმყსოს გადასცქერის ზედაზნიდან,
მე ვარ ბერი
მგალობელი,
მარტო ლოცვა, მარტო სული,
წამებული წმინდანი ვარ, ფრესკიდან ვარ გადმოსული.
მეძალება,
მეუფლება, მხოლოდ რწმენა, მხოლოდ შიში
ცათა გახსნის,
ცათა გახსნის,
ცათა გახსნის მოლოდინში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Gaga Kherkheulidze7 წლის წინ

mahbsggggrrggsdjfgsjgeskgueygfvdfghjhgfdssdfghjkjhgfdsdfghjhgfffffffffffffffffffffffffffffaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa//////?/???????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი