ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა ..
ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა, ან ნახევარი რაა დიდება… სრული სიცრუე უფრო გაშნებს, თუ ნახევარი ჭეშმარიტება? ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის, ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი, აუსტერლიცი და ნახევარი? ნახევრად ბრძენი ანდა მისანი? ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა და არა თხემით ტერფამდე გიჟი. სულ ასე იყო კაცთა სიყრუე, ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა, ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას. სულ სწორი იყოს შენი გზა, ამინ! ეშმაკისაგან გაუჭლიკავი და თუ იქნები ნახევრად რამე, მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი