პანტომიმის ფილოსოფია
-სალამი,პანტომიმა! -სალამი,პანტომიმა! ღრუბლების პანტომიმა! წვიმების პანტომიმა! მოსხივდა,მოგალობდა, რა ღმერთთან მარტონი ვართ, არფათა,ორღანთა მუსიკის პანტომიმა. მომწონხარ,იზაბელავ, თელებზე მიკანჭულო, ზედ ცაზე მისაბმელად ლერწების კრიმანჭულო. რა მოსდის ადამის ძეთ – თავს ვეღარ იკავებენ? სულ ტანზე გადაიცვეს არაკებ_იგავები. რად მინდა რას მავალებს, თუ თავის პატრონი ვარ, როლების კარნავალი, ნიღბების პანტომიმა. ქუჩა თუ იარუსი რადა ღირს მარტო იმად ქცევაში, სიარულში მოწვეთავს პანტომიმა. უფროსის სავარძელთან, უფროსის მაგიდასთან როლები დანაწევრდა, თამაშიც დაგიფასდათ. დარდს უნდა გიქარვებდეთ ღიმილი _ ხატპეპელა, – ინებეთ სიგარეტი! _ ჩხაკუნებს სანთებელა. ცხოვრებაც თეატრია და გვიყვარს გაგიჟებით რაც უფრო ფერადია რეკლამა-აფიშები. ………. რიგს ვიჭერ გარდერობთან… უფროსის პალტო მიმაქვს… აქ უკვე არ გელოდი… სსუ!.. ჩუმად!.. პან-ტო-მი-მა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი