პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. პოეტმა სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო.პოეტის მამა – ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. ბავშვობის წლები მან ძირითადად მეზობელ სოფელ ტყვირში გაატარა.
1921 წელს პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – “საქართველო – ფენიქსი” . პრემია, რომელიც 1947 წელს მიენიჭა პოემისათვის “სიმღერა დავით გურამიშვილზე” და ლექსებისათვის; “ვინა სთქვა”, “ქართლის საღამოები”, “გამარჯვების ზეიმი” და “გორი”. მისი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
წყარო:wikipedia.org
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი