ქართლის ციხევ, დაგინახე ..
ქართლის ციხევ, დაგინახე _ დარდიანი გული გქონდა, მომხვდურების დასანახად, დარდიმანდის იდექ დარად და სიცოცხლეს სდარაჯობდი შენთვის, სხვისთვის, ათასისთვის, ამ ველთა და ამ მთათათვის, ვალი შენი შეასრულე, მტერი იქმნა საწყალობელ, წამოწექი ნატყვიარი, ნამეხარი და იგონებ: ის ბიჭები, შენს კართან რომ იდგნენ მყარი ნაბიჯებით, თითო-თითოდ გამოაკლდნენ, სათოფურებს, მზეს და სარკმლებს... ცუდი ბედი დაჰყვათ ბედად, გულზე დაღი, უღვთო დაღლა, უმოწყალოდ მოკვდნენ უწყლოდ. უფალ-ციხევ შეიბრალე, შეიბრალე, შეიბრალე, მკერდზე სითბო დააფარე!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი