ღმერთმა ნუ ქნას ..


ღმერთმა ნუ ქნას,
ახლა მოვკვდე,
ვალებით ვარ სავსე,
ქარის ფრთიდან საყანეს
და
ჩიტის ფრთიდან სამარეს
სანამ არ მიწყალობებ,
ვაჟბატონო-ცხოვრებავ,
სად წავიდე ასე,
ვის დარაბას მივადგე
და
ვის ციხე-დარბაზებს,
რაც ოცნებით ამიგია,
ასჯერ ანგრევ დღეში,
მაინც
შენს ტკივილებს არ ვცვლი
სხვების სამოთხეში.
მაინც ყველაფერს ვპირდები
მზეს, მთებს უკან ჩამავალს,
ჯერ რამდენი სიყვარული,
ჩხუბიც მელის,
კაბარეც,
მაგრამ მაინც
ვთქვათ და.
მაინც,
ვაჟბატონო-ცხოვრებავ,
შენ რაღას დამაბარებ.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი