დედას
ის დღე დასცილდა სამოთხის ნაპირს, დამძიმებული ცრემლების მარშით, დღე-უმიზეზო და ატეხილი, თავნება, როგორც თავნება ბავშვი. შორს ჩანდა ბალბა, გზა და ბილიკი, მე გაოცების მაჩნდა ტვიფარი, ვაი მას, ვისაც ჩემებრ უყვარხარ, მაგრამ სიკვდილთან ვერ აგეფარა, ბედისწერაა მისთვის წუხილი, როცა მკერდს წყდება ძარღვი მთავარი, გამაჩინე და უკვე მაშინვე, გულზე ამომჭრეს შენი სამარე. მომათრევს ჩემი ცოდვის გორგალი, და გამკითხავი, როგორც მეწყერი, მეხსნება ზურგზე სიცოცხლის ტვირთი, ვმსუბუქდები და ისე გეწევი. რომ ვნახო შენი ბედის მარხილი, მარტის ღამესთან ხელაპყრობილი, მე სიზმარიდან სიზმარში მიმაქვს ნაღვლიან სახის ნაზი პროფილი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი