სულხან აბდალაძე - პოეტი

სხვა სახელი: აბდელიანი (ფსევდონიმი) დაბადების თარიღი: 2 ივლისი, 1930 გარდაცვ. თარიღი: 30 ივნისი, 1988 (57 წლის ასაკში) დაკრძალვის ადგილი: მუხათგვერდის პანთეონი, თბილისი კატეგორია: ისტორიკოსი, მწერალი

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972 წლიდან მუშაობდა ჯერ წიგნის სახელმწიფო პალატაში სამნეო ნაწილის გამგედ, შემდეგ საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სახალხო უნივერსიტეტის სამეცნიერო მეთოდიკურ კაბინეტში უფროს მეთოდისტად. ლიტერატური მოღვაწეობა 1953 წლიდან დაიწყო. პირველი ლექსი მან ალმნახ "ლიტერატურულ აფხაზეთში" გამოაქვეყნა. მისი პოეტური კრებულები სავსეა მდიდარი პოეტური ხიბლითა და საოცარი გულწრფელობით. დიდი ინტერესით იკითხება პოეტის საბავშვო ლექსები.

წყარო: nplg.gov.ge