თოკზე სარეცხი გამოვფინე ..
თოკზე სარეცხი გამოვფინე სველი კოცნები, ერთ ხელისგულზე დამეტია ყველა ოცნება, ამაღამ მთვარე ჩამოიწევს ჩემს საკოცნელად, ამაღამ ალბათ სხვანაირად დამიღამდება - გულზე დავიბნევ მონატრებას ქინძისთავებად და ძირს გამწყდარი მძივებივით დავიფანტები... ამაღამ მთვარე მობრძანდება ჩემს საკოცნელად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი