კიდევ ერთი ღამე ..


  კიდევ ერთი ღამე
მიეტმასნა ჩემს ფანჯრებს,
კიდევ ერთ სიზმარს
დავხატავ ამაღამ,
კიდევ ერთი ოცნება მოვიგონე
დაძინებამდე,
კიდევ ერთი მონატრება
ჩაწვა ჩემი ტუჩის კუთხეებში,
კიდევ ერთი სინანული
დავიფარე საბნად...
... ბოლოც ხომ კიდევ ერთი იქნებოდა
ბოლო რომ არ ყოფილიყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი