ვინც შიმშილს უძლებს ..
ვინც შიმშილს უძლებს, იმათ ნაცვლად მინდა მშიოდეს, რომ ამ მიწაზე სხვაზე მაძღრად არ დავდიოდე. ვინც სითბოს ნატრობს, იმათ ნაცვლად მინდა მციოდეს, რომ ამ მიწაზე სხვაზე მყარად არ დავდიოდე. ვინც სიკვდილს ეძებს, იმათ ნაცვლად მინდა ვკვდებოდე, რომ ამ მიწაზე სხვაზე დიდხანს მე არ ვრჩებოდე. ვინც სიკვდილს ებრძვის, იმათ ნაცვლად მინდა ვიცოცხლო, იქნება მეტად დავაფასო სხვისი სიცოცხლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი