წამთაშუა
. . . #1 დრო შეიძლება გაგიჩერდეს თვალის გუგებში და იგრძნო, როგორ შეანელა სვლა დედამიწამ შენი შიშველი ტერფების ქვეშ. წამს და წამს შუა... ვნიშნავთ პაემნებს და დროს ვატყუებთ - - მარადისობას ვეჩვევით ასე. . . . #2 სულში ქარი გაგდის, ფხვიერ სხეულს გიქექავს და ხერხემლის მალებს გითვლის, როგორც მეტყევე უთვლის ასაკს ასწლოვან ხეებს... და შენს საფლავზე შენი შვილი სიყვარულს თესავს... . . . #3 სადღაც, რომელიღაცა ამოსუნთქვაზე ჩემს თვალებში არეკლილი დედამიწა მემშობლიურა. მგონი შინა ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი