დავრწყილობ, დავჭიანჭველობ ..
დავრწყილობ, დავჭიანჭველობ, თავი ამომყავს ორმოდან. მე სულ ზღაპარი მეგონა, სულ სინამდვილე გამოდგა. დავდივარ გამონაგონი, ამ ორმოს სიგრძე-სიგანეს ვერც ჩემი თავი ვაკმარე, ვერც მწვერვალების სიმაღლე. ავითლი ხელისგულებსაც, ფასკუნჯს ჩავტენი ხახაში, შემჭამე, ოღონდ როგორმე, მიმაღწევინე სახლამდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი