ეს გული სულ ზუზუნებს ..


ეს გული სულ ზუზუნებს.
მეგობრები რაღაცას მეუბნებიან,
ვიღაცები საქმეს მავალებენ,
მე კი არაფერი მესმის ამ ხმაურში,
ამ განუწყვეტელ ხრიალში
და სიზმრად მოარულ ხალხს ვეკითხები:
„რას ნიშნავს, როცა ცხადში თეთრი კაბა გაცვია?“
ისინი კი მპასუხობენ:
„ეგ ზოგჯერ ცხადშიც სიკვდილს ნიშნავს,
მაგრამ ცხადი...
ცხადს რა ჭკუა აქვს!“

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი