ხვალ პირიქით


დღეს ადრე ვწვები.
ხვალინდელ დღეზე
ხვალემ და შენ ერთად იზრუნეთ.
დამირეცხე საცვლები,
ღამის პერანგები.
დამიუთოვე კაბები,
ჩემოდანში ჩამიწყე ფრთხილად.
გასატეხი სადმე შუაში,
დასაჭმუჭნი - დადე ზევიდან.
გამომიცხვე ღვეზელი,
ყავა დაფქვი,
მომიდუღე, როცა ავდგები.
წაიკითხე დილის ლოცვები,
მერე - ლოცვა მგზავრებისთვის,
კარში გასულს, ცოტა ხანი კიდევ მიყურე...

ახლა დავწვები,
ხვალინდელი დღე შენზე არის.
როცა საბოლოოდ მიდიან, კაცები აცილებენ.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი