გზები რომ რუ იყოს ..
გზები რომ რუ იყოს ქალაქამდე არ ჩასული დაიწრიტებოდა. ეზოებივით რომ იღობებოდეს, ძაღლი ებას ყველა გზის პირას ავი და დაგეშილი. ფეხის ხმაზე გვცნობდნენ და ვიწროვდებოდნენ, ან პირდაპირ გვეუბნებოდნენ, სად მიგვიყვანენ, ავუშვებდით ფრანებს ზეცაში და ქაღალდის გველებს (ცაში გველი უვნებელია, შხამს ქვაზე ტოვებს) და აღარ შევიძენდით ნერვიულ ჩვევას ბოლთის ცემის ერთი ქვეყნიდან მეორემდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი