ეს დარდი ..
ეს დარდი – როგორც ფეხსაცმლის შიგნით გახეული წინდა, სხვა რომ ვერ ხედავს და შენ იცი. როგორც დილის მაღვიძარა, სიჩუმეში ერთბაშად რომ აკივლდება, როგორც ლეიკოზი, ყველაზე მთავარს, სისხლს რომ აშრობს, ადგილის დარდია. სად ხვდებიან ერთმანეთს ჩემნაირები? ისეთები, ტანჯვით რომ ცხოვრობენ და სულს მშვიდად ლევენ. ორი წუთით გავაჩერებდი, ჩავიხუტებდი: „ნუთუ მართლა არსებობ, ნუთუ მართლა? ახლა მშვიდად ვიცოცხლებ, და ტანჯვით მოვკვდები“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი