ეს დღე, როგორც ..
ეს დღე, როგორც სხეულში ჩარჩენილი ტყვია, ხანდახან თავს მახსენებს, უფრო ხშირად თავისთვისაა. ბაგაზე დაბმული ხარივით არსადა მაქვს წასასვლელი. ჩემს მოტანილ თივასვე ვცოხნი, აქვე დავწვები და დავიძინებ – თუნდაც ღამე გაორმაგდეს, კარაქივით გასქელდეს ტანზე გადაისვან მძინარე ადამიანებმა, უძილობა შეეყაროთ და იბორიალონ, ზღვამდე მივიდნენ და თევზები გამორეკონ, წყალზე გაიარონ, სადაც ჩავლენ, თქვან, სიყვარული ჩარჩა ფილტვებში… მე კი ის დღე გამახსენდეს, ერთხელ სული მუხლებს რომ ასცდა და საკუთარ თავს გამოვედევნე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი