ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!
მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე. ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა თუ კარგათ არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი. ნუ გგონიათ რომ დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს. მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდებით, გამომიგზავნეთ... ძალიან მადლობელი ვიქნები. სხვა როგორ ხარ. წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედრო ქუჩა N3, ახვლედიანს, ტერენტი გრანელის გადასაცემად. მშვიდობით, შენი ძმა ტერენტი გრანელი. მე მინდა მაშოსთან და შენთან სურათის გადაღება და მერე შეიძლება წიგნები დავბეჭდო. ამას ზაფხულში ვიზამთ. მაშოს დიდი მადლობა და ძმური მოკითხვა. მომიკითხე ერმინე. შენი ტერენტი გრანელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი