განშორების შემდეგ
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს, მე შენ მომეციი უწინ პირობა. შენ იგონებდი შორეულ წარსულს და როიალიც ჩვენზე ტიროდა. მიქროდა წამი თანდათანობით, სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც. შენ განშორებას უფრო ნანობდი და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა. ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული. შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული. ის არ ვიყავი, რასაც ელოდი, ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს. მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი და როიალუც ტიროდა წარსულს. ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული, იდგა მინასთან ღამე გვიანი. შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული და მომაჩერდი თვალცრემლიანი. ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს, მე შენ მომეცი უწინ პირობა. შენ იგონებდი შორეულ წარსულს და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი