სადღაც შორს ნაპრალს...


სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მე დავასვენე ბაღში თვალები.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა იდუმალების.



სადთაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მივდივარ, თბილისს ვტოვებ დროებით.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა უსაზღვროების.



სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

ძვირფასო, ჩენ გულს შენ არ იცნობდი.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა მარადისობის.



სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მე დავასვენე ბაღში თვალები.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა იდუმალების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი