ნელა ქრებიან სულის ლანდები
ნელა ქრებიან სულის ლანდები, ჩენი თვალები ხომ დახრილია. მივალ და მიმაქვს ქვეყნის დარდები, მარტი გათავდა, დღეს აპრილია. წინათ იყავი მხოლოდ შენ ერთი, ახლა ჩემი ხმა ზეცას მოიარს. მე მივდიოდი, უცებ შევჩერდი და ფანჯარასთან ვუსმენ როიალს. და მწუხარება უფრო ინთება, ვიგონებ წარსულს გულისტკივილით. ამ საუკუნეს ხომ გასცილდება, ჩემი ტანჯული სულის ტკივილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი