არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა..
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა, ახლა იშლება სივრცე ნახული. ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, აქ დავდიოდი მთელი ზაფხული. და იბადება ყოველთვის კითხვა: - კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა! მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს, როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს. იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული, ისევ სივრცეა, არსებობს მიწა. აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში, მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა. არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა, ახლა იშლება სივრცე ნახული. ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი