არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ..
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ, ყველაფერი სიზმარივით მიდის. ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს, ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი შაბათია, ველოდები კვირას, თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს. ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად ტუსაღივით მენატრება გავლა. ნელა გადის ღამეების რიგი, სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო. ერთი თეთრი ღრუბელია იქით და ოთახში სითეთრეა მხოლოდ. ელავს ჩემი შორეული სევდა, ამოვარდა საშინელი ქარი. მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან, იმედია, რომ დავკეტე კარი. არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ, ყველაფერი სიზმარივით მიდის. ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს, ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი