არავინ მოდის..
არავინ მოდის და ვატყობ, რომ ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა. საშინელია ეს სავადმყოფო, სიკვდილის ბინა და სამეფოა. მიწიდან მოდის ღამე თანდათან, საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები. არ შემიძლია, გული გათავდა, მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი