ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი..
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი (წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) . მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი. ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან. ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა, ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა. და იყო ბაღი და თეთრი სკამი, მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები. და იყო წამი, ცისფერი წამი და იყო წამი სხვა გარინდების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი