აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე..


პაოლოს

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.

მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.

აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი