MEMENTO MORI
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
8 კომენტარი
ვგიჟდები
უძლიერესი ლექსი!
ძალიან მაგარია
ნამდვილი შედევრი!
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე ...
საუკუნო შედევრი!
ღ ვ თ ა ე ბ რ ი ვ ი ა
ლექსის მთავარი საყრდენი არის ლათინური ფრაზა „Memento mori“ („გახსოვდეს, რომ მოკვდები“).
გრანელმა აიღო ეს ცნობილი, ჟღერადი, ეგზოტიკური ფრაზა, ჩასვა რეფრენად (მისამღერად) და ამით შექმნა „ღრმა, ფილოსოფიური“ ტექსტის ილუზია. სინამდვილეში კი ლექსი არის საკუთარი თავის შეცოდება და სიკვდილის პოზირება.
ეს არის დეპრესიული პოზირება, სადაც ავტორი საკუთარ უბედურებასა და „გენიალურობას“ ყიდის, ხოლო ტექსტი სავსეა იაფასიანი რითმებითა და ლოგიკური აცდენებით."სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია" ეს წინადადება მთლიანად რომ ამოვიღოთ ლექსს არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.უაზროდ შემოტენილი სახეა რიტმის შევსებისთვის.
ასევე ეს არის პოეტური ეგოცენტრიზმის მწვერვალი. ავტორი მკითხველს სთავაზობს არა რამე ღრმა აღმოჩენას, არამედ საკუთარი პერსონის თაყვანისცემას: „მე ვკვდები, მაგრამ მე გენიოსი ვარ და ჩემი გვარი დარჩება“.